პროექტები


პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი კვება
პროექტის მთავარი იდეა(თემა):ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი საკვების მიღება
მოსწავლეებს დაუსვამ კითხვებს:მცენარეული საკვები უფრო მდიდარია ვიტამინებით თუ ცხოველური?რატომ გირჩევს ექიმი კბილების მოცვლის დროს მეტი რძისა და ხაჭოს ჭამას?გვეხმარება თუ არა საკვები პროდუქტი მოძრაობაში ზრდასა და განვითარებაში?
თემის უკეთ გასაცნობად მოსწავლეებს შევთავაზებ პროექტზე მუშაობას შევიმუშავებთ გეგმას და გადავუნაწილებ დავალებებს
პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი,,ჯანსაღი კვება’’ დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან აქტუალურია.მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ,რომ ჯანსაღი კვება ,ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი  პირობაა.სწორი კვება გვეხმარება  გარემოს მავნე ბაქტერიებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში,ხელს უწყობს იმუნიტეტის შენარჩუნებას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, შრომისუნარიანობის ზრდას მთლიანობაში კი ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
პროექტის მიზნები: ჯანსაღი კვების არსისა და მნიშვნელობის  გაცნობიერება ასევე განუვითარდეს კვლევა ძიების უნარი
მონაწილეთა ასაკი: IVკლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 2თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:კედლის გაზეთი, ბუკლეტები, სლაიდი, ბლოგი
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი,სახელმძღვანელო,პროექტორი,ფოტოები
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
პროექტში მონაწილე მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად 1.ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია თუ რა  მნიშვნელობა  აქვს ხილს ,ბოსტნეულს, მარცვლეულს ადამიანის სიცოცხლისათვის 2.ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია ასევე თუ რა მნიშვნელობა აქვს რძის ნაწარმს ,ცხიმებს, ხორცს ადამიანის ჯანმრთელობისათვის და რა რაციონით და რაოდენობით უნდა მივიღოთ ესა თუ ის საკვები დღის/კვირის განმავლობაში. ეს ინფორმაცია მოიძიონ ინტერნეტის და სახელმძღვანელოს საშუალებით. ამის შემდეგ ვმართავთ დისკუსიას რომ სხვადასხვა საკვები პროდუქტი განსხვავებული ვიტამინებითა და  მარილებითაა მდიდარი და ვმსჯელობთ რომ ამა თუ იმ საკვების ნაკლებობა იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. შემდეგ გავმართავ მინი ლექციას ავუხსნი მოსწავლეებს რომ Aვიტამინი კანისა და მხედველობისთვისაა საჭირო. მას სტაფილო, გარგარი, კვერცხი შეიცავს. C ვიტამინი აუცილებელია გაციებისას მას ფორთოხალი, ლიმონი, მოცხარი, კივი შეიცავს და ადვილად  შეებრძოლებით ავადმყოფობას.Bვიტამინი ენერგიის დაგროვებას უწყობს ხელს.ეს ვიტამინი მრავლადაა დაღერღილ ხორბალში. Dვიტამინი აუცილებელია ძვლებისა  და კბილების სიმაგრისათვის ეს ვიტამინი მრავლადაა რძის პროდუქტებში. რკინა აუცილებელია სისხლისათვის. იგი ბევრია ვაშლში ,ქიშმიშსა და ატამში. ამის შემდეგ პარალელურად ვადგენთ კედლის გაზეთს ვხაზავთ კვების პირამიდას და სხვადასხვა საფეხურზე ვანაწილებთ საკვებ პროდუქტებს ორგანიზმის აუცილებლობისათვის.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნება IST
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნათია არველაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:natiaarveladze1707@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ ბლოგი:  www.natiaarveladze1707.blogspot.com                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          

Комментариев нет:

Отправить комментарий